1. პროექტის სახელი: ,, ჩურჩხელა”
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები ამოავლებენ ჩურჩხელას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები უფროსების დახმარებით შეძლებენ ჩურჩხელის შესახებ (კუთხეების მიხედვით) ინფორმაციის მოძიებას . გაიგებენ რა შრომა– საქმიანობაა საჭირო იმისათვის, რომ ჩურჩხელა ამოავლონ. წელიწადის რომელ დროს ავლებენ ძირითადად ჩურჩხელას და რატომ? შეძლებენ ჩურჩხელისათვის საჭირო მასალის მოპოვებას, თათარას მოდუღებას, ნიგვზის, ჩირის, თხილისა და სხვა ჩურჩხელების ასხმასა და ამოვლებას. შეადარებენ მათ ფერისა და ზომის მიხედვით. შეძლებენ ლუწისა (წყვილის) და კენტის გარჩევას. მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი შთაბეჭდილებებისა და განცდების მხატვრულად გადმოცემას. რთველისა და ჩურჩხელების ამოვლების აღწერას ცოცხალი გამოცდილებითა და სურათების საშუალებით. დაიმახსოვრებენ შემოდგომის თვეებს. მოსწავლეები უფროსების დახმარებით ჩურჩხელებზე მოიძიებენ ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს, სიმღერებს. გადაიღებენ სურათებს. მონაწილეობას მიიღებენ სიტუაციურ თამაშში. დახატავენ ჩურჩხელას.
4. მონაწილეთა ასაკი: 6წ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010წ. სექტემბერ–ნოემბერი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, მოძიებული მასალის პრეზენტაცია ისტ–ს გამოყენებით. ფოტოსურათების გამოფენა. სურათების დათვალიერება–აღწერა, ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების წაკითხვა. სიმღერა ჩურჩხელაზე. ნახატების დახატვა და ჩურჩხელის დამზადება. მასალების (ფოტოსურატების, ნახატების)
ინტერნეტში განთავსება. ჩურჩხელების დათვლა, შეკრება–გამოკლება, შედარება–შეპირისპირება რაოდენობის, სიგრძის, სიგანისა და ფერის მიხედვით, ლუწისა (წყვილის) და კენტის გარჩევა.
7. მოსალოდნელი შედეგები: უფროსების დახმარებით შეიქმნება ლექსების, მოთხრობების, ჩანახატების ელექტრონული ვერსია. დახატავენ და დაამზადებენ ჩურჩხელებს. შეიძენენ კვლევის ჩვევებს. შეიქმნება ბლოგი.
8. სარგებელი სხვებისთვის: დააგემოვნებენ ჩურჩხელას. გაეცნობიან საქართველოში გავრცელებული ნუგბარის, ჩურჩხელის ამოვლების წესებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ბუნება, ქართული, მათემატიკა, ხელოვნება. განუვითარდებათ პრაქტიკული უნარ– ჩვევები და იდეების გამოხატვა ხელოვნებაში, კრიტიკული აზროვნების, გაბმული მეტყველების, შედარება–შეპირისპირებისა და შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ–ჩვევები. გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ––––––––––
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა ცხადაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: i.cxadaze72@gmail.com
14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: icxadaze72.blogspot.com